სააკაშვილს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველო, თბილისი - 13:27 | 05.12.2017
ნანახია: 926

მუხლი, რომლითაც ბრალი წაუყენეს მიხეილ სააკაშვილს, 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან ვითარება  საკმაოდ დაძაბულია. ავტობუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, შეკრებილ ადამიანებს ისევ ბლოკირებული აქვთ.

სააკაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.  მედიაში აცხადებენ, რომ ოპერაცია ადგილობრივი დროით 07:30 საათზე დაიწყო. შეიარაღებულმა სპეცრაზმა მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი სახლის კარების დამტვრევა დაიწყო. 

როგორც კი სპეცრაზმმა დააპირა მისი დაკავება, მიხეილ სააკაშვილი შენობის სახურავზე გაიქცა, საიდანაც განაცხადა: „ან აქ დავრჩები ან გადავხტები აქედან“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე