სპეცოპერაცია სააკაშვილის ბინაში - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებს სპეცრაზმი მასთან ბინაში არ უშვებს

საქართველო, თბილისი - 11:03 | 05.12.2017
ნანახია: 1006

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის,  მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს.

სააგენტო LIGA.net იუწყება, რომ იმ ბინასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს, უკრაინის პარლამენტის დეპუტატები მივიდნენ, თუმცა მათ სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის ბინაში არ უშვებს. 

„ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა. 

სააგენტო lb-ს ცნობით კი, სააკაშვილი სახურავიდან გადახტომით იმუქრება.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე