ელტონ ჯონის დედა გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:42 | 05.12.2017
ნანახია: 958

დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა ელტონ ჯონის დედა შეილა აილინ დუაიტი. ამის შესახებ მომღერალმა Instagram-ზე დაწერა.

 „მწუხარებით ვიუწყები, რომ დედა დღეს დილით გარდაიცვალა. მე ის გასულ ორშაბათს ვნახე, შოკში ვარ. უსაფრთხო მგზავრობა, დედა. მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან მომენატრები. სიყვარულით, ელტონი“, - ნათქვამია პოსტში.

მომღერალმა ასევე გამოაქვეყნა დუაიტთან ერთად გადაღებული ფოტო. შეილა 92 წლის იყო.

ელტონ ჯონი დედასთან რამდენიმე წლის განმავლობაში არ ურთიერთობდა. ამის მიზეზი მისი ყოფილი ასისტენტი იყო, რომელთან ურთიერთობაზე დედამ შვილის მოთხოვნის მიუხედავად უარი არ თქვა. როგორც დუაიტმა შვილს განუმარტა, ყოველგვარი საბაბის გარეშე თავისი ცხოვრებიდან ადამიანს ვერ ამოშლიდა. ამის შემდეგ ჯონმა დედას უთხრა, რომ სძულდა და ტელეფონი გაუთიშა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე