მსახიობ ნუგზარ წერედიანს 70 წელი შეუსრულდა

საქართველო, თბილისი - 09:47 | 05.12.2017
ნანახია: 2600

სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ნუგზარ წერედიანი იუბილარია. მას 70 წელი შეუსრულდა.

ბატონმა ნუგზარმა ნახევარი საუკუნე მშობლიურ სოხუმის თეატრში გაატარა. საინტერესო და ვრცელია მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია

ნათამაშები აქვს ისეთ წარმატებულ სპექტაკლებში, როგორიცაა: ბონდო - ალ.ჩხაიძის „ მიკროფონი“, დარიალოვი -ალ.ჩხაიძის „შთამომავლობა“, ბუხუტი-ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“, ილარიონი-ნ.დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ივანე- ვაჟა ფშაველას „ მოკვეთილი“, მწერლის მამა - კ.გამსახურდიას „ ეწერში მდგარი თხმელა“, კაკუტა- პოლიკარპე კაკაბაძის „ ყვარყვარე თუთაბერი“, ონისიმე- დ.კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“,  ექიმი - მაქსიმ გორკის „ ფსკერზე“, უბნის ინსპექტორი - ედუარდო დე ფილიპოს „ მილიონრები“ და კიდევ მრავალი.

სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სულითა და გულით ულოცავს მას ამ იუბილეს და ჯანმრთელობას და შემოქმედებით წარმატებას უსურვებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე