მესტიაში საპროტესტო აქცია მესამე დღეა გრძელდება

საქართველო, თბილისი - 18:22 | 04.12.2017
ნანახია: 999

მესამე დღეა მესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია: შეწყდეს სვანეთში ჰესების მშენებლობა და ინდუსტრიული მასშტაბებით ოქროს წარმოება, ასევე, მაღალკვალიფიციური ექსპერტების მოწვევა და პრიორიტეტების განსაზღვრა.

აქციის ორგანიზატორმა, „სვანეთის ახალგაზრდულმა მოძრაობამ“ წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, რომ დაიწყოს ფართომასშტაბიანი დისკუსია სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის.

ცნობისთვის, მესტია-ჭალა ჰესის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე