ომბუდსმენის მიერ გათავისუფლებული თანამშრომელი სასამართლომ სამსახურში აღადგინა

საქართველო, თბილისი - 18:03 | 04.12.2017
ნანახია: 842

უჩა ნანუაშვილის მიერ 2016 წელს ომბუდსმენის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის გათავისუფლებული ხელმძღვანელი ილია ჭანტურაია სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა.

,,ლიბერალისცნობით, უზენაესმა სასამართლომ სახალხო დამცველის საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც, სახალხო დამცველს დაევალა ილია ჭანტურაიას სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

ჭანტურაიას 2016 წლის აპრილში დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილება გამოუცხადეს, ხოლო მოგვიანებით მის მიმართ მეორე დისციპლინური დევნა დაიწყო და ამის საფუძველზე 8 ივლისს სამსახურიდან გაათავისუფლეს. ილია ჭანტურია სამსახურში დღეს დაბრუნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე