ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

საქართველო, თბილისი - 17:58 | 04.12.2017
ნანახია: 2544

ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა, ირაკლი გეგეშიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 3 დეკემბერს მოხდა.

გეგეშიძე გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ ბინაში იპოვეს. 

მომხდარ ფაქტს ბაღდათის გამგეობაში ადასტურებენ, თუმცა, თვითმკვლელობის მიზეზებზე არ საუბრობენ, აცხადებენ, რომ მათთვის ეს უცნობია.

ირაკლი გეგეშიძე ბაღდათის გამგებლის პოსტს 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებდა. მანამდე ის ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავდებული. 2016 წლის 25 აპრილს გეგეშიძე დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს. მას გამოძიება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი გზის სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. თუმცა, ის გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლეს. გეგეშიძემ მომხდარის გამო თანადებობაც დატოვა.

როგორც „პრაიმნიუსჯორჯიას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე