პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

საქართველო, თბილისი - 17:57 | 04.12.2017
ნანახია: 782

პარლამენტმა პრეზიდენტს რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა.

მივმართეთ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და ჩვენი მიმართვის თანახმად გვსურს, რომ 6 დეკემბრის 12:00 საათიდან იყოს მოწვეული რიგგარშე სხდომა. მიზანი არის მთავრობაში განსახორციელებელ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის განხილვა და მიღება სამი მოსმენით. წარმოდგენილია 99 პროექტი პაკეტში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე