დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება

საქართველო, თბილისი - 17:23 | 04.12.2017
ნანახია: 810

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება.

გამზირზე ორი ღამის განმავლობაში დაწესდება საგზაო მოძრაობის ნაწილობრივი და სრული შეზღუდვა.

ნაწილობრივი შეზღუდვა გავრცელდება შევჩენკოს სახელობის სკვერიდან - პეტრიაშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო მოძრაობა სრულად შეიზღუდება  პეტრიაშვილის ქუჩის მონაკვეთიდან - თბილისის საკონცერტო დარბაზამდე.

სამუშაოები ორი ღამის განმავლობაში  5 და 6 დეკემბერს განხორციელდება.

სამუშაოებს შპს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს .

თბილისის მერია ბოდიშს იხდის შეფერხებისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე