საქართველო ალიანსის უახლოესი პარტნიორია - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 16:47 | 04.12.2017
ნანახია: 1307

ბრიუსელში ხვალ ნატოს ორდღიანი მინისტერიალი იწყება. შეხვედრის დღის წესრიგი დღეს ჟურნალისტებს ალიანსის გენერალურმა მდივანმა გააცნო. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მინისტერიალის დასკვნითი ნაწილი ღია კარის პოლიტიკას დაეთმობა.

„ზეგ გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა. საქართველო ალიანსის უახლოესი პარტნიორია. არსებითი პაკეტის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ერთობლივ საკითხებზე. დაწყებული კიბერუსაფრთხოებით, ოპერაციების დაგეგმვის ჩათვლით. ჩვენ შევეხებით იმ სფეროებსაც, სადაც უფრო მჭიდროდ შეგვიძლია თანამშრომლობა, ერთ-ერთი შავი ზღვის უსაფრთხოებაა. მინისტერიალი დასრულდება შეხვედრით, რომელიც ღია კარის პოლიტიკას დაეთმობა. მონტენეგროს მაგალითმა აჩვენა, რომ ნატოში გაწევრიანება შესაძლებელია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აღწევენ ნამდვილ პროგრესს, რეფორმების გატარებასა და ქვეყნის მოდერნიზებაში. ვისაუბრებთ, როგორ დავეხმაროთ ასპირანტ ქვეყნებს,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

შეხვედრაში მონაწილეობას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ. მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც, რომელზეც თანამშრომლობის გარდა, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზეც იმსჯელებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე