არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 15:36 | 04.12.2017
ნანახია: 1045

51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანთაგან ერთ-ერთის -გ.ბ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ მეორე პირს - გ.ჯ -ს, როგორც გუშინ, პროკურატურაში განმარტეს, ის ემალება გამოძიებას.

„თბილისის პროკურატურამ ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი - გ.ბ და გ.ჯ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  წარედგინა, ხოლო  გ.ჯ იმავე მუხლით ბრალდებულად დაუსწრებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე