დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე ძებნილი ერთ-ერთ მონასტერს აფარებს თავს

საქართველო, თბილისი - 15:22 | 04.12.2017
ნანახია: 1295

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული, გ.ჯ., რომელსაც სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ, შესაძლოა ერთ-ერთ სამონასტრო კომპლექსს აფარებდეს თავს.

მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პროდიუსერის, სერგი ნაკაიძის დისშვილია.

არსებული ინფორმაციით, ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის მეგობარია.

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებას ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული ერთი არასრულწლოვანი დააკავეს, მეორის მიმართ კი, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე