არასრულწლოვნების მკვლელობის ბრალდებით ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 13:47 | 04.12.2017
ნანახია: 1036

,,გამოძიების მიერ მკვლელობის ბრალდებით ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის პროკურორმა, იოსებ ხუციშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ძებნილი პირის მიმართაც პროკურატურას სასამართლოში მკაცრი მოთხოვნა ექნება და იშუამდგომლებს, რომ მასაც დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს.

„საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ატარებს იმ საგამოძიებო და ოპერატიულ ღონისძიებებს, რომელიც საჭიროა, რომ დადგინდეს პირის ადგილსამყოფელი მისი დაკავების მიზნით. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მონაცემებით, მას საქართველოს საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არ აქვს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 51-ე სკოლის ორი მოსწავლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. მათგან ერთი დაკავებულია, მეორე კი, პროკურატურის ინფორმაციით, ამ დრომდე მიმალვაშია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე