სუს-ის ხელმძღვანელი პარლამენტში, ნდობის ჯგუფს დღეს შეხვედრა

საქართველო, თბილისი - 12:02 | 04.12.2017
ნანახია: 777

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე  ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრა დღეს გაიმართება.

შეხვედრა 21:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნდობის ჯგუფის წევრებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური შეხვდება.

შეხვედრაზე მიწვეული არიან უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაცია სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა. ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი.  სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე