ყალბი დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:26 | 04.12.2017
ნანახია: 830

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთ - ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი, რომელიც შემდგომში  ერთ - ერთ მოქალაქეზე 2 600 აშშ დოლარად   გაასაღა.

საქმეზე მიმდინარეობს  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე