ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს

საქართველო, თბილისი - 14:10 | 03.12.2017
ნანახია: 1508

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს.

თბილისის მთავარ სასამართლოში გარჩევაში მონაწილე მოსწავლეებს მთელი ღამის განმავლობაში ჰკითხავდნენ.  როგორც ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი აცხადებს, დანაშაული უმძიმესია, თუმცა საქმესთან დაკავშირებით ბევრი დეტალია დასადგენი.

გამოძიება კვლავ ეძებს მეორე სავარაუდო დამნაშავეს, ამ დრომდე მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

,,გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები."- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე