ქუთაისში 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:18 | 03.12.2017
ნანახია: 1017

ქუთაისში წუხელ 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს. გვიან ღამით დაჭრილი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გრდაცვლილი იყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ,  წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.

შსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო დასაგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელსდაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს," - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე