ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ფრანგ ხალხს უსამძიმრებს

საქართველო, თბილისი - 15:36 | 17.11.2015
ნანახია: 1608

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და სამსახურის თანამშრომლები  საფრანგეთის საელჩოსთან მივიდნენ და  13 ნოემბრის ტერაქტის დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„2015 წლის 13 ნოემბერი, ეს თარიღი ერთერთი უმძიმესი და ტრაგიკული დღეა ცივილიზირებული სამყაროს ისტორიაში, რამეთუ კაცთმოძულე ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ხელი აღმართეს მსოფლიო ხალხთა უსაფრთხო ცხოვრებასა და თავისუფლებაზე, რაც გამოიხატა საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქში მოწყობილ ტერორისტულ აქტებში, რომელსაც ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჩვენ, საქართელოს ვეტერანები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, გულწრფელად ვუთანაგრძნობთ ფრანგ ხალხს და თანადგომას აღვუთქვამთ მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში.“ - განაცხადა ჯანდრი უბირიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე