ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 02.12.2017
ნანახია: 2343

თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

ინფორმაციას რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძე ადასტურებს.

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად, 14:19 საათზე მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე