მესის კარიერის გაგრძელება ინგლისში სურს

საქართველო, თბილისი - 14:48 | 17.11.2015
ნანახია: 1981

”ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელს ლიონელ მესის კარიერის გაგრძელება ინგლისში სურს. ამის შესახებ The Daily Star-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელს ამ ნაბიჯისკენ შესაძლოა უბიძგოს ესპანეთში საგადასახადო პოლიციასთან შექმნილმა პრობლემებმა.

28 წლის ფორვარდი ლონდონის ”ჩელსით”, ”არსენალითა” და ”მანჩესტერ იუნაიტედით” არის დაინტერესებული. მას ყოველდღიურად 18 მილიონი ფუნტი სტერლინგის (გადასახადებთან ერთად) მიღება სურს.

დღეს მესი წელიწადში გადასახადების გარეშე 14 მლნ ფუნტ სტერლინგს იღებს. კონტრაქტის თანახმად, სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში მესიმ ”ბარსელონას” კომპენსაციის სახით 175 მლნ ფუნტი უნდა გადაუხადოს.

ოქტომბრის დასაწყისში ესპანეთის სახელმწიფო პროკურორმა მესისთვის 22-თვიანი პატიმრობა მოითხოვა. ფეხბურთელს 4 მლნ ევროს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ, უახლოეს ხანებში სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. საქმის მოსმენის ზუსტი თარიღი უცნობია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე