სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა

საქართველო, თბილისი - 12:43 | 01.12.2017
ნანახია: 831

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. 

დაცვის მხარე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლე გიორგი არევაძის აცილებას თაობაზე. როგორც ადვოკატი  აცხადებს, სანდრო გირგვლიანის საქმეზე განაჩენი მოსამართლე გიორგი ჩემიამ გამოიტანა, რა დროსაც მისი თანაშემწე სწორედ გიროგი არევაძე იყო.

"საფუძვლიანი და ლეგიტიმური ეჭვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანოთ"- განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, დავით კაკოიშვილმა რაზეც პროკურორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა უპასუხა:

"ადვოკატის მხრიდან პოლიტიკური განცხადებების ჟონგლიორობა მოვისმინეთთ და არა სამართლიანი არგუმენტები"

ცნობისთვის,  მიხეილ სააკაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. რაც, როგორც პროკურორმა, აღნიშნა, იმ უკანონო შეპირებას მოიცავს, რომელიც სააკაშვილის მიერ გირგვლიანის საქმის არგახსნის, მასში მონაწილე ორგანიზატორების და შემკვეთების არმხილების და მართლმსაჯულების არაღსრულების კუთხით განხორციელდა.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე