შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 01.12.2017
ნანახია: 831

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ა.ა. ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალის დასახლებაში  დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად 

ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 2 შეკვრად დაფასოებული   

ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 და მე-4 ნაწილებით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე