მუხტარლის საქმის მოსმენა 14 დეკემბერს განახლდება

საქართველო, თბილისი - 16:25 | 30.11.2017
ნანახია: 1048

აფგან მუხტარლის საქმის შემდეგი მოსმენა 14 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვა წერს.

მისივე თქმით, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. მუხთარლის სასამართლო პროცესი აზერბაიჯანში დღეს დაიწყო.

ჟურნალისტს ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე