მეგის ქარდავას საქმე, სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიდან, შესაძლოა გამოიყოს

საქართველო, თბილისი - 16:09 | 30.11.2017
ნანახია: 965

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე, მეგის ქარდავას საქმის გამოყოფას მოითხოვს. 

ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, კერძოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს დათა ახალაიას, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს გიგი კალანდაძეს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან შამათავას და შსს-ს ყოფილ თანამშრომელს გიორგი სამუშიას გამოძიება მოქალაქე ელბერტ კობერიძის საქმეზე სამხედრო პოლიციის შენობაში მის სასტიკ წამებას ედავება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ განმარტა, რომ მეგის ქარდავა უკრაინაშია დაკავებული და მის მიმართ საექსტრადაციო პატიმრობა მოქმედებს, რის გამოც, შესაძლოა, აღნიშნული პროცედურები დროში გაიწელოს.

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ის 14 დეკემბერს უკრაინაში შეხვდება მეგის ქარდავას და მის პოზიციას მოისმენს აღნიშნულ საკითხზე. შესაბამისად, ველიჯანაშვილმა 15 დეკემბრამდე ვადა ითხოვა. 

მოსამართლემ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია და სასამართლო პროცესი 18 დეკემბერს, 18:00 საათისთვის გადადო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე