საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა

საქართველო, თბილისი - 15:30 | 30.11.2017
ნანახია: 1040

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

საკონსტიტუციოში სარჩელი პოლიტიკურ გაერთიანება "გირჩს" ჰქონდა შეტანილი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საერთოდ გაუქმებას ითხოვდა.

სარჩელი სასამართლოში 2016 წლის 4 მარტს შევიდა. მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე სარჩელია შესული, რომელთა უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა.

საქმეს პირველი კოლეგია განიხილავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე