საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის 5 ფაქტი გამოავლინა

საქართველო, თბილისი - 11:19 | 30.11.2017
ნანახია: 812

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში,  გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ხუთი ფაქტი გამოავლინეს. ბრალდებულის სახით  ხუთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში - 14 700 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება  39 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე  ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის გამოვლენის და დამნაშავე პირების მხილების მიზნით,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  აქტიურ ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე