საბჭოთა სტილის ,,ოდეერის” ინსტიტუტი ბრუნდება და უპრეცენდენტოდ ძლიერდება - NGO
საქართველო, თბილისი - 11:16 | 30.11.2017 ნანახია: 850,,ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები წარმოადგენს მცდელობას დააბრუნოს და გააძლიეროს საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ ე.წ. ,,ოდეერის” პრაქტიკა", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაზე ხელმომწერნი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი შემოთავაზებულ ცვლილებებს არსებული ფორმით და დაზვერვის სამსახურის კონტროლის მექანიზმები არ გაავრცელოს მთლიანად უსაფრთხოების სამსახურზე.
,,საქართველოს მთავრობამ 22 ნოემბერს პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონსა და თანმდევ 110 კანონში. ცვლილებები შედის “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონშიც, რადგან მთავრობამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის გაერთიანება გადაწყვიტა. თუმცა, სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებთან ერთად შემოთავაზებული კანონპროექტი სხვა საკითხებსაც ეხება, რაც ე.წ. “ოდეერების” ინსტიტუტის კლასიკური საბჭოთა სახით დაბრუნებასა და მათ ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს.
კანონპროექტის თანახმად:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება ექნება საიდუმლო თანამშრომელი მიავლინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოში (ყველა სამინისტროში, სსიპსა თუ ა(ა)იპ-ში), კერძო საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში;
მივლინებულ მოსამსახურეს არ ექნება უფლება გაამჟღავნოს სამსახურისადმი კუთვნილება;
“ჩანერგილ” მოსამსახურეს უფლება ექნება მივლინებულ უწყებაში დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა;
მივლინებული მოსამსახურე ვალდებული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია;
“ჩანერგილი” მოსამსახურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაც აიღებს ანაზღაურებას და იმ საწარმოდანაც, სადაც ფარულად არის მივლენილი;
მივლინებულ მოსამსახურეს ფარულად მსახურობის პერიოდი ეთვლება შრომის საერთო სტაჟში.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება აქვს საიდუმლო თანამშრომელი ჩართოს დანაშაულებრივ ჯგუფში, მათ შორის ნებისმიერ საწარმოსა და დაწესებულებაში, სადაც არსებობს ეჭვი დანაშაულის ჩადენის შესახებ (კანონი “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ”).
ასევე, 2015 წელს კანონმდებლობით გაუქმდა ტერმინი “უსაფრთხოების ოფიცერი”, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კვლავ შეუძლია სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში დანიშნოს მუდმივი წარმომადგენელი, მხოლოდ დაწესებულებასთან ურთიერთშეთანხმებით. ასეთი დაწესებულებების ნუსხა მთავრობის მიერ არის განსაზღვრული. აქედან გამომდინარე გაუგებარია რა მიზანს ემსახურება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საწარმოსა და დაწესებულებაში საიდუმლო თანამშრომლის მუდმივად მივლენა.
მოვალეობათა შესასრულებლად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავება მოქმედი კანონდებლობით მხოლოდ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლისთვის არის დაშვებული. ამის მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე გავრცელებით, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ შემოთავაზებული ცვლილებები სწორედ წარმოადგენს მცდელობას დააბრუნოს და გააძლიეროს საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ ე.წ. “ოდეერის” პრაქტიკა.
უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა ქვეყნისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, რეფორმა ძლიერი და ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სამსახურის არსებობას უნდა ისახავდეს მიზნად. ერთი სამსახურისათვის ჭარბი, უკონტროლო ძალაუფლების და ტოტალური კონტროლის ბერკეტების მინიჭებით ვერ მივიღებთ სამსახურს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეფექტურად დაიცავს. ეს, მაღალი ალბათობით გამოიწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და საფუძველს შეურყევს ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლება, ანალიზის, სამართალდაცვის, ძალის გამოყენების, პრევენციისა და გამოძიების ფუნქცია, ასევე გარე კონტროლის სუსტი მექანიზმები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქცევს ტოტალური კონტროლის მექანიზმად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი შემოთავაზებულ ცვლილებებს არსებული ფორმით და დაზვერვის სამსახურის კონტროლის მექანიზმები არ გაავრცელოს მთლიანად უსაფრთხოების სამსახურზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
მედიის განვითარების ფონდი
საზოგადოება და ბანკები
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
მწვანე ალტერნატივა
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
ხმა საქართველოდან
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა