სუს-ის თანამშრომელს სხვადასხვა დაწესებულებებში მუშაობის შესაძლებლობა ექნება

საქართველო, თბილისი - 16:38 | 28.11.2017
ნანახია: 1057

სუს-ის თანამშრომელს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, თანამდებობის დაკავების უფლება ექნება. 

საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, სამსახურისადმიკუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა.

მას სხვა საწარმოში, დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში ფარულად მსახურობის პერიოდი შრომის საერთო სტაჟშიეთვლება.
აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს სუს-ის მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვისპასუხისმგებლობა დაეკისრებათ. 

შესაბამისი მუხლი “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონს ემატება, რომელიც მთავრობამ სტუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში პარლამენტს წარუდგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე