სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ მიიღო

საქართველო, თბილისი - 15:11 | 28.11.2017
ნანახია: 3910

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. მერაბიშვილმა საქართველოს დავა 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ მოუგო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისს ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მის მიმართ მიმდინარე გამოძიებების დროს უკანონო იყო და "აღკვეთის ეს ღონისძიება გამოყენებული იქნა არა მხოლოდ იმისთვის, რომ იას სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე პასუხისგებაში მიეცათ, არამედ პროკურატურამ პატიმრობა გამოიყენა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა ბერკეტის მოსაპოვებლად“ იმ გამოძიებებთან მიმართებაში, რომლებიც სხვა საქმეებზე მიმდინარეობდა, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებებთან".

სტრასბურგი მიუთითებს, რომ გასული წლის გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები) დარღვევა დაადგინა მე–5 მუხლის 1–ლ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

რამდენიმე თვეში, 17 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ აპელაციისთვის სასამართლოს დიდ პალატას მიმართა. 28 ნოემბერს სწორედ აპელაციის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე