ბათუმის მოვლენების საქმეზე დაკავებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 12:41 | 28.11.2017
ნანახია: 892

9 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, ლაშა დეკანაძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის მიმდინარე წლის 11-12 მარტს, ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს.

დეკანაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება არ გააფორმა.

მოსამართლე ლევან გელოვანმა ლაშა დეკანაძე ბრალდების მხარის მიერ წაყენებული ბრალდების ნაწილში გაამართლა, საქმე გადააკვალიფიცირა და მას სასჯელი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკისრა.

დაცვის მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე