სოფელ ხიდისთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 28.11.2017
ნანახია: 795

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა.

ავტომანქანის მძღოლი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული. მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული მანქანაში მყოფ კიდევ ორ პირს.

თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხიდიდან მდინარეში გადავარდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე