სადახლოზე, მტკვარსა და ყაზბეგში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 11:49 | 28.11.2017
ნანახია: 842

22 - 26 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, მტკვარი“ და ,,ყაზბეგი“, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ს.ა-ს, ჰ.ტ-ს, ლ.რ-სა და კ.გ-ს ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილების დათვალიერების შედეგად,  ნარკოტიკული (19 აბი) და ფსიქოტროპული (500 აბი და 30 კაფსულა) მედიკამენტები აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე