სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 22:27 | 24.11.2017
ნანახია: 3387

ბათუმში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაცია ,,აჭარის ტელევიზიას" სასწრაფო დახმარების სამსახურში დაუდასტურეს.

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია და გარდაცვლილების გადმოსვენება. 

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. 

არსებული ინფორმაციით, სასტუმროს 22-სართულიან შენობაში ცეცხლი მე-4 და მე-5 სართულებზე გავრცელდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის დაუდგენელია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე