ეგვიპტეში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 17:55 | 24.11.2017
ნანახია: 1100

ეგვიპტეში მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა.

BBC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია სულ მცირე 155 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 80-ს აღემატება.

აფეთქება ჩრდილოეთ სინაიში პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული პირებმა მეჩეთში მყოფებს ცეცხლიც გაუხსნეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მათი სამიზნე მეჩეთში მყოფი თავდაცვის უწყების წარმომადგენლები იყვნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე