გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:26 | 24.11.2017
ნანახია: 795

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს, როგორც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მოწინავე ქვეყნის მიღწევებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე.

აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას ევროკავშირთან მეტად დაახლოებისთვის.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული რეფორმები, ასევე – პრემიერ-მინისტრს მიულოცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებულად ჩატარება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე