სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულს წინასაწარი პატიმრობა შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 16:02 | 24.11.2017
ნანახია: 798

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ხორავამ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია აღკვეთის ღონისძების სახედ პატიმრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული. ბრალდებულს ბრალად ედება, რომ მან ტერორისტული მიზნით შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასა და ფეთქებად ნივთიერებებს. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირის სასაამრთლო პროცესი მიმდინარეობდა. როგორც დაკავებულის უფლებადამცველი აცხადებს, დაკავებული დუმილის უფლებას ინარჩუნებს და ბრალს არ აღიარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე