თურქული მედია თბილისში ჩატაევის მოკვლის შესახებ წერს

საქართველო, თბილისი - 15:01 | 24.11.2017
ნანახია: 1664

თურქული მედია თბილისში ჩატაევის მოკვლის შესახებ წერს.

,,საქართველოს პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს ფრთის ჩეჩენი ლიდერი აჰმედ ჩატაევი მოკლა, რომელიც 2016 წელს სტამბოლის ათათურქის აეროპორტში სამმაგი აფეთქება მოაწყო", ამის შესახებ თურქული მედია წერს. 

Habertürk daily-ს ცნობით, საქართველოს პოლიციამ 17-საათიანი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა და ჩეჩნური წარმოშობის 3 ტერორისტი მოკლა.

პოლიციასა და ტერორისტებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა იმ სახლშ შემოარტყეს ალყა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.

სააგენტოს ცნობით, ჩატაევი ერთ-ერთ ეჭვმიტანილია აეროპორტზე თავდასხმაში, რომელსაც 45 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც სააგენტო წერს, ჩატაევმა საქართველოს საზღვარი სავარაუდოდ, უკანონოდ გადაკვეთა.

ჩატაევი-ის სურათის შედეგი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე