30-მდე მარტოხელა დედას უფასო სამედიცინო დახმარება გაუწიეს

საქართველო, თბილისი - 14:44 | 24.11.2017
ნანახია: 2085

მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციის - ,,მომავლის მზე" და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დაიწყო აქცია, რომელიც დედათა სრულ სამედიცინო გამოკვლევას გულისხმობს.

პირველი ეტაპისთვის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ სამედიცინო მომსახურება, თბილისის სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებ, 30-მდე მარტოხელა და მარჩენალდაკარგულ დედას გაუწია.

,,აქცია პერმანენტული ხასიათისაა და მეორე ეტაპი უახლოეს ხანებში დაიწყება. გულისხმიერებისთვის და ყურადღებისთვის მადლობას ვუხდით რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს და მთავარ ექიმს, ავთანდილ იმედაძეს და მთელ მის გუნდს'', - განაცხადა მარტოხელა დედათა და ბავშვთა ასოციაციის დამფუძნებელმა თეონა ფირანიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე