ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, რომ ჩამოვაყალიბოთ მაქსიმალურად დემოკრატიული სისტემა
საქართველო, თბილისი - 14:36 | 24.11.2017 ნანახია: 943„ჩვენი ამოცანაა, რომ ჩამოვაყალიბოთ მაქსიმალურად დემოკრატიული სისტემა",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, რომელიც დღეს, პარლამენტის თბილისის სასახლეში გაიმართა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონია, რომელიც მმართველობის სისტემის სამართლებრივ ფუნდამენტს ქმნის და შესაბამისად, მასთან დაკავშირებით ფართო დისკუსიის წარმართვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. აქვე, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროცესის პოლიტიზირების გამო, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით აკადემიური განხილვების მოწყობის შესაძლებლობა არ იყო.
„სამწუხაროდ, პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო საკონსტიტუციო რეფორმასთან, იყო ძალიან პოლიტიზირებული, მე ვიტყოდი, ზედმეტად პოლიტიზირებული და აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, რა დარჩა სივრცე იმისთვის, რომ ჩვენ აკადემიური ტიპის განხილვები მოგვეწყო კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. დღეს გვაქვს ჩვენ უკვე ამის საშუალება, დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთიანად მიმოვიხილოთ ის საკონსტიტუციო რეფორმა, ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც განხორციელდა საქართველოში",- მიმართა ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითად პრინციპებზე ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტმა კომისიას ორი ძირითადი მიზანი დაუსახა. „ერთი - ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა სამართლებრივ პრინციპებთან და აქ უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუცია, არ შეესაბამება სამართლის ელემენტარულ პრინციპებს, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რაც იყო მკაფიოდ აღნიშნული ვენეციის კომისიის დასკვნაში 2010 წელს. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იყო სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა. მეორე ამოცანა - ახალი რედაქციით, უნდა ჩამოყალიბებულიყო დახვეწილი და გამართული საპარლამენტო მმართველობის სისტემა. დღესაც მოქმედებს საქართველოში საპარლამენტო მმართველობის სისტემა, სადაც მთავრობა არის ერთადერთი აღმასრულებელი ორგანო, თუმცა, სისტემა არის დაუხვეწავი და ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ამ რეფორმის იყო სწორედ დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება და ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში აგვარიდებს ჩვენ ავტოკრატიის ნებისმიერ ფორმას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის წინა რედაქციებთან დაკავშირებით, საქართველოს ნეგატიური გამოცდილება ჰქონდა.
„დღემდე, საქართველოში მოქმედებდა სამი სხვადასხვა რედაქცია კონსტიტუციისა და ამ რედაქციების პირობებში, საქართველოში ჩამოყალიბდა ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული რეჟიმები, რამაც ჩვენი ქვეყნისთვის არცთუ დადებითი შედეგები გამოიღო, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩამოვაყალიბოთ მაქსიმალურად დემოკრატიული სისტემა, ისეთი სისტემა, რომელიც ავტოკრატიას და ავტორიტარიზმს აგვაცილებს თავიდან გრძელვადიან პერსპექტივაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ მესამე ამოცანაზეც, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დაისახა - კონსტიტუციის გამართვა იურიდიული ტექნიკის პრინციპების შესაბამისად.
„ დღევანდელი კონსტიტუცია არის აბსოლუტურად გაუმართავი იურიდიული ტექნიკის კუთხით. სტრუქტურა, სისტემა, არის აბსოლუტურად მოუწესრიგებელი. ჩვენ გვინდოდა, თავიდან, ფორმალურად მაინც დაგვესათაურებინა კონსტიტუციის მუხლები და ეს იყო შეუძლებელი, იმდენად გაუმართავი იყო კონსტიტუციის სტრუქტურა და დღეს უკვე ნახავთ, რომ თითოეული მუხლი ახალ რედაქციაში არის დასათაურებული, რაც არის იმის მიმანიშნებელი, რომ დოკუმენტს აქვს გამართული და სწორად ჩამოყალიბებული სტრუქტურა",- განმარტა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია აქტიური და ფართო ჩართულობითი პროცესის შედეგად შემუშავდა. აქვე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დაახლოებით 80 % ექსპერტების, არასამთავრობო ორგანოებისა და კონსტიტუციური ორგანოების ინიციატივებს ეფუძნება.
„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილი იყო 73 წევრი -ესენი იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები - წარმოდგენილნი იყვნენ როგორც საპარლამენტო, ასევე, არა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, ასევე, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი მაღალი თანამდებობის პირები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. უზრუნველყოფილი იყო ძალიან აქტიური სამუშაო პროცესი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა, და ამან მოგვცა ჩვენ სწორედ კონსტიტუციის დახვეწის შესაძლებლობა",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მუხლობრივად მიმოიხილა და დამსწრეებს ცვლილებების ძირითადი არსი და შინაარსი გააცნო.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, მმართველმა გუნდმა კონსტიტუციური კანონპროექტი მოამზადა, რომელიც საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას, საკონსტიტუციო სასამართლოს და რწმენისთავისუფლების საკითხს ეხება.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვას აღმოსავლეთ საქართველოდან მოწვეული აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა