დღეს, „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის ანზორ ქოქოლაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:01 | 24.11.2017
ნანახია: 1052

დღეს,  24 ნოემბერს 17:00  საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ  ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი.  სასამართლოში სრულდება წერილობით მტიცებულებათა გამოკვლევა და  სასამართლო იწყებს ბრალდების მოწმეთა დაკითხვას.

ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს სააკაშვილის ხელისუფლებამ 2011 წლის 13 დეკემებრს  ბრალი წარუდგინა - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პ და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქ/პ -ით.

 წერილობითი მტიცებულებათა გამოკვლევით კიდევ ერთხელ აშკარად  გამოვლინდა, რომ წარდგენილი ბრალდება იყო აბსოლიტურად უსაფუძვლო, სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან და მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს  ემსახურებიოდა,  სააკაშვილ, კეზერაშვილ ხაზარაძის  ერთობლივი სქემით ელიტ ელექტრონიქსის წართმევას და მიმართული  იყო ჩემს დასაპატიმრებლად  და გასაჩუმებლად. დარწმუნებული ვარ,  ჩემს მიმართ წარდგენილ  უსაფუძვლო ბრალდებებში  პროკურატურაც და სასამართლოც დარწმუნდება  და გამამართლებელი განაჩენი დადაგება ჩემს მიმართ .  კიდევ ერთხელ დარწნმუნდება სასამართლო , პროკურატურა და საზოგადოება, რომ ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა  სააკაშვილ , კეზერაშვილ  ხაზარაძის დანაშაულებრივ სქემა   -აცხადებს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე