სოფიო ქაცარავა და ჯასტინ მაკენზი სმიტი პარლამენტში სტაჟიორებს და სტუდენტებს შეხვდებიან

საქართველო, თბილისი - 10:55 | 24.11.2017
ნანახია: 852

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი პარლამენტის სტაჟიორებსა და თბილისის უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების პროგრამების სტუდენტებს შეხვდებიან.

შეხვედრა სოფიო ქაცარავას ინიციატივით გაიმართება, სადაც ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემები: ბრიტანეთი-საქართველოს სტრატეგიულ კავშირები, დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე, ბრექსიტი და ამის ფონზე ბრიტანეთის პოლიტიკა განიხილება.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება სოფიო ქაცარავას დოკუმენტური ფილმის ჩვენება: „ბრიტანეთი-საქართველო, მეოთხედი საუკუნე". შეხვედრას ასევე დაესწრებიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები. საპარლამენტო ფორმატში, სტაჟიორებთან და სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების ელჩებთანაცაა შეხვედრები დაგეგმილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე