სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 17:52 | 23.11.2017
ნანახია: 1048

„სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა“ - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ ჟურნალისტებს სუს-ის შენობასთან განუცხადა.

ადვოკატი დაკავებულის ვინაობას არ ამხელს. როგორც ქარქაშაძე აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს.  

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, მისი სახელი და გვარი არ გაჟღერდეს. ის მანამდე დააკავეს, ვიდრე სპეცოპერაცია დაიწყებოდა. დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ”, - განაცხადა ადვოკატმა.

ქარქაშაძე ახლა სუს-ის შენობაში იმყოფება, სწორედ იქ წარუდგენენ დაკავებულს ბრალს.

სპეცოპერაცია, რომელიც თითქმის, 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს დასრულა.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ბრალდებულებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე