მსოფლიოში ტერაქტების მსხვერპლთა რაოდენობამ უპრეცენდენტო მაჩვენებელს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 12:28 | 17.11.2015
ნანახია: 1821

ტერაქტების მსხვერპლთა რაოდენობა მსოფლიოში გასულ წელს 80 პროცენტით გაიზარდა და ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ეკონომიკისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევამ სახელწოდებით ”ტერორიზმის საერთაშორისო ინდექსი” აჩვენა, რომ 2014 წელს ტერორისტებმა 32 658 ადამიანი მოკლეს, 2013 წელს მოკლულთა რაოდენობა 18 111 იყო.

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მონაცემებით, მკვლელობების ნახევარზე მეტი ”ბოკო ხარამისა” და ”ისლამური სახელმწიფოს” მიერაა ჩადენილი.

ექსპერტების ინფორმაციით, ტერორიზმი კონცენტრირებულია კონკრეტულ ქვეყნებში - მსხვერპლთა 78 პროცენტი სირიაზე, ერაყზე, ავღანეთზე, ნიგერიასა და პაკისტანზე მოდის.

ინსტიტუტის მონაცემებით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ტერაქტების საფრთხე 2014 წელს მნიშვნელოვნად დაბალი იყო, რადგან ამ ქვეყნებში თავდასხმები პოლიტიკური ექტრემიზმის, ნაციონალიზმისა და რელიგიური მრწამსის ხარჯზე ხდებოდა და არა ისლამური ფუნდამენტალიზმის ნიადაგზე.

თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” მიერ ორგანიზებული პარიზის ტერაქტები არსებულ სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე