სპეცოპერაციის თემაზე დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 12:58 | 23.11.2017
ნანახია: 2252

სპეცოპერაციის თემაზე დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით,  ხელისუფლებამაც თავი უნდა შეიკავოს რომ  ოპოზიციასთან კინკლაობის თემად გახადოს ეს.

,,სპეცოპერაციის თემაზე აბსოლიტურად დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები. ხელისუფლებამაც თავი უნდა შეიკავოს რომ  ოპოზიციასთან კინკლაობის თემად გახადოს ეს და  ოპოზიციაც ძალიან პასუხისმგებლობით უნდა ვიყოთ, რომ  ქულების ჩაწერაზე არ ვიყოთ ორიენტირებული.კითხვები რაც არის ძალიან ლეგიტიმური კითხვებია და საჭირო კითხვებია, რაზეც პასუხი უნდა გაეცეს. ჯერ ფაქტები არ ვიცით რომ გავაკეთოთ სათანადო შეფასებები .რა ტიპის საფრთხესთან გვაქვს საქმე, რა ტიპის ჯგუფი იყო, როგორ შემოვდა ეს ჯგუფი და სამომავლოდ რამე საფრთხე ხომ არ არის . რაღაც ნაწილის საქმის შეიძლება ვერ გახდეს საჯარო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ ამ დონეზე არაფრის ცოდნა არ არის დამაკმაყოფილებელი არც საზოგადოებისითვის და არც ქვეყნისთვის,’’ - აღნიშნა ხოშტარიამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე