შსს მინისტრი სპეცოპერაციისას აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს

საქართველო, თბილისი - 12:26 | 23.11.2017
ნანახია: 1739

შსს მინისტრი სპეცოპერაციისას აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

,,კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასრულებას”, - განაცხადა  გიორგი გახარიამ. მისი თქმით, თავდაპირველად სპეცოპერაცია დაიწყო იქიდან გამომდინარე, რომ წინააღმდეგობა იყო გაწეული სამართალდამცველების მიმართ.

მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი შესაძლოა ახმედ ჩატაევი იყოს. 

გიორგი გახარიამ ღრმა მწუხარება გამოთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის გარდაცვალების გამო.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა „საპატრულო პოლიციას და ყველა იმ დანაყოფს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ ღონისძიებაში, რამეთუ ღონისძიების ძირითადი მიზანი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა იყო მიღწეული.

,,ეს იყო ძირითადი მიზანი ამ ღონისძიების და ეს იყო ის მიზანი, რომლის განხორციელებაშიც თქვენ იღებდით განსაკუთარებულ მონაწილეობას. მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა იყო თქვენი ძირითადი მისია, რა თქმა უნდა, სხვა ქვედანაყოფებთან ერთად და ამ მისიის შესრულების გამოც მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თითოეულ იმ მებრძოლს, რომელიც იღებდა მონაწილეობას გუშინდელ ღონისძიებაში. თქვენ ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახე, რამეთუ თქვენ ზრუნვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ყოველდღიურ რეჟიმში", - განაცხადა გახარიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე