პატრიაქმა მის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 12:03 | 23.11.2017
ნანახია: 2837

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიაქმა, ილია მეორემ მის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი წარადგინა.

,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი”, - ნათქვამია ილია მეორის ბრძანებაში, რომელიც მან ქაშუეთში, სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე წაიკითხა.

პატრიარქმა მრევლს მიმართა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე