საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე იქნება

საქართველო, თბილისი - 11:37 | 23.11.2017
ნანახია: 5757

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა.

მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიცია შსს-ს უმნიშვნელოვანესი ქვედანაყოფია, რომელიც ყოველთვის იცავს მოსახლეობის უსაფრთხოებას.

„იმ საქმეში, რომელიც არის სამართლიანი, ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით“, – აღნიშნა გახარიამ თეიმურაზ კუპატაძისწარდგენისას.

წარდგენისას კომენტარი თავად კუპატაძემაცგააკეთა და განაცხადა, რომ მზად არის დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე