სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინა საექსტრადაციო ვადა 3 თვით გაუხანგრძლივა

საქართველო, თბილისი - 11:34 | 23.11.2017
ნანახია: 985

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინა საექსტრადაციო ვადა კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივა. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა არ დააკმაყოფილა ჩაბუქის ადვოკატების მოთხოვნა  10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

ჩაბუქმა სასამართლოზე განაცხადა, რომ არა თუ ტერორისტული ორგანიზაციის, არამედ არცერთი ფორმალური და არაფორმალური ორგანიზაციის წევრი არ არის.

დემირელის სკოლის მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს პატიმრობის ვადა დღეს ეწურებოდა. 

2 დღის წინ ჩაბუქს სასამართლომ უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, შესაბამისად ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე