ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის შვილებზე მეურვეობის სანაცვლოდ ქონების ნახევარი შესთავაზა

საქართველო, თბილისი - 15:44 | 22.11.2017
ნანახია: 1485

იმის მიუხედავად, რომ ანჯელინა ჯოლიმ განქორწინებაზე განცხადება, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში შეიტანა, განქორწინების პროცესი დღემდე ერთ ადგილზეა გაყინული. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არცერთ მხარეს არაფრის დათმობა არ უნდა.   

ანჯელინას შვილებზე ერთპიროვნული მეურვეობა სურს, მაშინ როცა ბრედ პიტი მზად არის რადაც არ უნდა დაუჯდეს ერთობლივი მეურვეობა მიიღოს.

მასთან ყოფილმა ცოლ-ქმარმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო ფინანსური საქმეების მოგვარება და 400 მლნ-იანი საერთო ქონების გაყოფა. ამერიკული გამოცემა In Touch-ის ინფორმაციით, ბრედმა ყოფილ ცოლს საკმაოდ გულუხვი წინადადება შესთავაზა.

ინსაიდერების ცნობით, მან თავის იურისტებს დაავალა ანჯელინას იმდენი თანხა მისცენ, რამდენსაც მოისურვებს, იმის მიუხედავად, რომ მათ საქორწინო კონტრაქტი ჰქონდათ.

ბრედი მზად არის ანჯელინას თავისი ქონების ნახევარი - 250 მლნ დოლარი მისცეს.

მაგრამ ყოფილი ქმრის გულუხვობის მიუხედავად, ჯოლიმ მის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე