არ შეიძლება ასეთი ოპერაცია ამდენი ხანი გრძელდებოდეს - ნიკა რურუა

საქართველო, თბილისი - 14:48 | 22.11.2017
ნანახია: 3185

არ შეიძლება ასეთი ოპერაცია ამდენი ხანი გრძელდებოდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა რურუამ თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, გამოიკვეთა უსაფრთხოების სერიოზული პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია.

„პირველ რიგში, მინდა, სპეცოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდეს. მინდა სპეცოპერაციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს მშვიდობიანი დასრულება ვუსურვო. ბუნებრივია, არსებობს კითხვები ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც 18 საათია მიდის. სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ერთი განცხადება გავრცელდა. სამწუხაროდ, სახეზეა როგორც დაზვერვის, ასევე დაგეგმვის ჩავარდნა. არ შეიძლება ასეთი ოპერაცია ამდენი ხანი გრძელდებოდეს. ერთი ბინის ნეიტრალიზაციას ორ საათზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს. გამოიკვეთა უსაფრთხოების სერიოზული პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა რურუამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე